Accessibility links

დეკანოიძე: პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ქვეყანას გავათავისუფლებთ ოლიგარქისგან


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ხატია დეკანოიძე მოსახლეობას ჰპირდება, რომ 31 წლის საპარლამენტო არჩევნებით ხელისუფლება შეიცვლება. მან ამის შესახებ საჩხერეში პარტიისა და გაერთიანებული ოპოზიციის საერთო კანდიდატის, გიორგი კაპანაძის წარდგენის დროს თქვა.

"აქ, სულ ერთ კილომეტრში, არის ჩემი საყვარელი ბებიისა და ბაბუის საფლავი. აქ გავატარე მთელი ბავშვობა. რა მინდა გითხრათ დღეს და ის სხივი მოგცეთ, რომელიც გულიდან მაქვს, 31 ოქტომბერს ამ ქვეყანაში შეიცვლება ის უკუსვლა, რომელიც მთელი ამ წლების მანძილზე იყო... 31-ში ის დღე, როდესაც საჩხერე, ჭიათურა, ხარაგაული, ზუგდიდი, ბათუმი, თბილისი, გლდანი, ისანი, ყველა ერთად გავიმარჯვებთ სიღარიბეზე, გაჭირვებასა და კორუფციაზე, ჩვენი სამშობლოსთვის გავიმარჯვებთ... პირობას ვდებ ჩემი ბებიის და ბაბუის საფლავზე, რომ ამ ქვეყანას გავათავისუფლებთ იმ ოლიგარქისგან, რომელმაც მოიკალათა ყველგან. მაგის სამშობლო არ არის, ჩვენი სამშობლოა", - თქვა მან და საჩხერეში შეკრებილ მომხრეებს გიორგი კაპანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ბათუმში კანდიდატების წარდგენისგან განსხვავებით, საჩხერეში მხარდამჭერებისთვის სოციალური დისტანციის გათვალისწინებით იდგა სკამები, შეკრებილ მოქალაქეებს კი პირბადეები ეკეთათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG