Accessibility links

ვუჩიჩი აცხადებს, რომ სერბიის ახალი მთავრობა მოვალეობას მომავალ არჩევნებამდე შეასრულებს





სერბიის პრეზიდენტის ალიაქსანდ ვუჩიჩის თანახმად, ახალი მთავრობა, მოვალეობას შეასრულებს მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე, რომელიც არაუგვიანეს ორ წელიწადში გაიმართება.



ვუჩიჩი სათავეში უდგას სერბიის მმართველ პროგრესულ პარტიას (SNS), საპარლამენტო უმრავლესობის ძალას ქვეყნაში ივნისში ჩატარებული არჩვენების შემდეგ, რომელსაც ბოიკოტი გამოუცხადეს სერბიის წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიებმა.



პრეზიდენტმა ვუჩიჩმა 20 ოქტომბერს ბელგრადში განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობას კვლავ უხელმძღვანელებს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანა ბრნაბიჩი. ხოლო მთავრობაში შევლენ პარლამენტში მოხვედრილი ძალები: მმართველი პროგრესული პარტია, სოციალისტური პარტია (SPS), სერბთა პატრიოტული ალიანსი (SPAS) და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები.



სერბიაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2022 წლის აპრილში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად, - აღნიშნა ვუჩიჩმა საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრაზე.

სერბიის ოპზოციურმა პარტიებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ივლისის არჩევნებს ალიაქსანდრ ვუჩიჩის მზარდი ავტორიტარიზმის გამო და ხშირად მართავენ ქვეყანაში ანტისამთავრობო გამოსვლებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG