Accessibility links

ერთ კვირაში მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 2,4 მილიონზე მეტი ადამიანი


მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში, მსოფლიოში კორონავირუსის 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევაა. ეს პანდემიის პერიოდში, ერთი კვირის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

WHO-ს ინფორმაციით, 7 დღეში COVID-19-ით გარდაიცვალა 36 000 ადამიანი.

გასული კვირის განმავლობაში, მხოლოდ ევროპაში აღირიცხა წინა კვირასთან შედარებით 25%-ით მეტი ახალი შემთხვევა და 29%-ით გაიზარდა გარდაცვალების მაჩვენებელი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებსაიტზე ცენტრალური ევროპის დროით, 20 ოქტომბრის 3:05pm-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირდა 40 251 900-ზე მეტი ადამიანი და გარდაიცვალა 1 116 000-ზე მეტი.

მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფ worldometers-ის ვებსაიტზე დღეს, 21 ოქტომბერს დილით განახლებული მონაცემებით, ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა უკვე გადააჭარბა 41 მილიონს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG