Accessibility links

კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან 445 თბილისიდანაა


საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 1 351 ახალი შემთხვევიდან უმრავლესი, 445 თბილისიდანაა. საქართველოში მძიმე პაციენტების რაოდენობა 372-ია, მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 78 პირია.

ინფიცირებულთა რიცხვი ასე გადანაწილდა:

  • აჭარა - 369;
  • იმერეთი - 295;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი - 66;
  • ქვემო ქართლი - 76;
  • მცხეთა-მთიანეთი - 23;
  • შიდა ქართლი - 23;
  • კახეთი - 20;
  • რაჭა-ლეჩხუმი - 1;
  • სამცხე-ჯავახეთი - 18;
  • გურია - 15.

თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დადასტურდა, სულ დაინფიცირდა 21 208 ადამიანი.

ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან განიკურნა 337 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 9003.

დღეს დილით დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 14 პაციენტის გარდაცვალება. აპრილის დასაწყისიდან საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 172 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG