Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახა კალაძე: მიკროავტობუსის 24 მძღოლი პირბადის გარეშე მართავდა ტრანსპორტს


თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თბილისში მოძრავი მიკროავტობუსების მძღოლების ნაწილი ტრანსპორტს პირბადის გარეშე მართავდა. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზეზით 24 მძღოლი დასანქცირდა და ორი დღით მუშაობის უფლება აეკრძალა.

კალაძემ ასევე ისაუბრა, რომ იყო ასეულობით შემთხვევა, როცა მგზავრი პირბადის გარეშე ცდილობდა მიკროავტობუსითა თუ ავტობუსით გადაადგილებას.

საქართველოში მოქმედი იზოლაციისა და კარანტინის წესების მიხედვით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დროს პირბადის ტარება სავალდებულოა. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით ჯარიმდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG