Accessibility links

ცხელების ცენტრებში მოქალაქეებს "სწრაფი ტესტებით" შეამოწმებენ


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში არსებულ "ცხელების კლინიკებში", სადაც მოქალაქეებს PCR-ტესტებს უტარებდნენ, ახლა "სწრაფი ტესტებით" შეამოწმებენ. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"საკმაოდ დაიხვეწა ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები მსოფლიოში... მას ვიყენებდით ტრაილერების მძღოლებზე. ახლა იყო მსჯელობა, როცა გახშირდა შემთხვევები, რომ ის ასევე გამოყენებული იქნება ცხელების კლინიკებში ტრიაჟისთვის - როდესაც შედის მოქალაქე ცხელების ცენტრში სასწრაფოთი ან თვითდინებით, ის 15-20 წუთში იძლევა პასუხს. დიდი ალბათობით, თუ ის დადებითია, ნიშნავს, რომ კოვიდია, თუ არ არის - არ არის", - თქვა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, შემდეგ ეტაპზე შეიძლება გაფართოვდეს მისი მოხმარების არეალი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კიდევ გაიზარდა კოვიდინფიცირებულების მაჩვენებელი. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას მოელის. ბოლო დღე-ღამეში ვირუსი 1 351 ადამიანს დაუდასტურდა, ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა კი 18 ათასს აღემატება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG