Accessibility links

logo-print logo-print

ევროპის ქვეყნებში "ლოკდაუნი" ცხადდება, აშშ კორონავირუსის ინფექციის მესამე მატებისთვის ემზადება


ევროპის გარშემო ქვეყნები განაგრძობენ ახალი ზომების შემოღებას კორონავირუსის ინფექციის მასშტაბური ზრდის შესანელებლად, ბოლო კვირებში აშშ-შიც ანალოგიური მატება აღინიშნება.

ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ჩნდება საავადმყოფოს საწოლების დეფიციტი და მოლოდინი, რომ ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გაიზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი, იმ ფონზეც კი, როცა გაუმჯობესებულმა მკურნალობამ თითქოს შეასუსტა სიკვდილიანობა, ვირუსის გამოჩენის პირველ ეტაპთან შედარებით.

ჩეხეთი, ესპანეთი, იტალია, საფრანგეთი და რუსეთი იმ ქვეყნებს შორის არიან, სადაც ბოლო კვირებში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი შემთხვევები. აშშ-ში ბოლო კვირებში ინფიცირების შემთხვევები ყოველდღიურად დაახლოებით 58,000-ს უტოლდება, მაშინ, როცა ოქტომბრის დასაწყისში ეს მაჩვენებელი 42,000 იყო.

"აშშ-ში COVID-19-ის პანდემიის მესამე ზრდა აღინიშნება", - ასეთი გაფრთხილებით გამოვიდა ორგანიზაცია COVID Tracking Project-ი გასულ კვირაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG