Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სულ მცირე 15 ავღანელი დაიღუპა ჭყლეტაში პაკისტანის ჯალალაბადის საკონსულოსთან


სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა ჭყლეტაში, რომელიც მოხდა ავღანეთის აღმოსავლეთში, ნანგარჰარის პროვინციაში მდებარე საფეხბურთო სტადიონზე, სადაც 20 ოქტომბერს ათასობით ადამიანმა მოიყარა თავი პაკისტანის საკონსულოში ვიზების მოსაპოვებლად - აცხადებენ ოფიციალური პირები 21 ოქტომბერს.

პროვინციის დედაქალაქ ჯალალაბადის საბჭოს წევრის, სოჰრაბ ყადერის თქმით, დაღუპულთაგან 11 პირი ქალია, და დაშავებულია რამდენიმე ხანდაზმული მოქალაქე. პროვინციის კიდევ ორი წარმომადგენლის თქმით, ადგილზე 3,000-ზე მეტი ავღანელი იყო თავმოყრილი საიმისოდ, რომ პაკისტანის ვიზის მოსაპოვებლად აუცილებელი ტალონები აეღოთ.

კორონავირუსის პანდემიის გამო პაკისტანმა წელს გაამკაცრა ავღანელებზე ვიზების გაცემა. პაკისტანის საელჩოს წარმომადგენლებს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებიათ ინციდენტის შესახებ.

ავღანელთა უმრავლესობა პაკისტანში სამკურნალოდ ჩადის. ისინი, ვისაც სავიზო განაცხადები დედაქალაქ ქაბულში, ჯალალაბადში ან ჩრდილოეთ ავღანეთში, მაზარ-ი-შარიფში შეაქვს, დარღვევებსა და პროცესის მანკიერ მენეჯმენტზე ჩივიან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG