Accessibility links

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ უზუნთალაში 22 წლის ქალი დაჭრეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. დაჭრილის ნათესავებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გოგონამ ხმაური გაიგო და სახლიდან გავიდა აივანზე, სადაც ნიღბიანმა პირმა ცივი იარაღით მუცელში დაჭრა.

დაშავებული ლაგოდეხის "არქიმედეს კლინიკაში“ გადაიყვანეს. ქირურგ ირაკლი ვარადაშვილის ინფორმაციით, ქალს აქვს ორი ჭრილობა, რომელიც შემავალი არ არის, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უახლოეს ხანში კლინიკიდან გაწერენ.

დაჭრილის ახლობლები ამბობენ, რომ პოლიციამ ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები წუხელვე ჩაატარა. საქართველოს შსს-ში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. პოლიციას ჯერჯერობით არავინ დაუკავებია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG