Accessibility links

logo-print logo-print

პანდემიამ აშშ-ში დაახლოებით 299 ათასი დამატებითი სიკვდილი გამოიწვია იანვრის შემდეგ


აშშ-ის მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, კორონავირუსის პანდემიამ აშშ-ში დაახლოებით 299 ათასი დამატებითი სიკვდილი გამოიწვია იანვრის ბოლოდან მოყოლებული. აშშ-ის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა განაცხადა, რომ დამატებითი სიკვდილიანობის ორი მესამედი Covid-19-ით არის გამოწვეული, დანარჩენი ერთი მესამედი კი - სხვა მიზეზებით.

მკვლევრებმა შეადარეს სიკვდილიანობა 2015-2019 წლებში და აღმოაჩინეს, რომ მიმდინარე წლის 26 იანვრიდან 3 ოქტომბრამდე გარდაიცვალა 299028 ადამიანით მეტი, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

15 ოქტომბრის მონაცემებით, ახალი კორონავირუსით გარდაიცვალა 216025 ადამიანი.

ცენტრის თანახმად, გარდაცვლილთა რაოდენობა შეიძლება უფრო მაღალი იყოს ტესტირებისა და დიაგნოსტიკის ნაკლებობის გამო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ვირუსმა ირიბი სასიკვდილო შემთხვევები გამოიწვია „სამედიცინო დახმარებაზე წვდომაში შეფერხებების გამო“.

სხვა კვლევებმა აჩვენა, რომ პანდემიის დროს დამატებითი სიკვდილიანობა შესაძლოა დაკავშირებული იყოს შინ და ხანდაზმულთა სახლებში გულის შეტევით, დიაბეტით ან სისხლის ჩაქცევით სიკვდილთან იმ ადამიანებს შორის, რომლებმაც ვერ გაბედეს ან ვერ შეძლეს პანდემიის დროს საავადმყოფოში მისვლა.

ზოგი კვლევის თანახმად კი, პანდემიის დროს გაიზარდა ალკოჰოლისა და ნარკოტიკების ჭარბი მოხმარების მაჩვენებლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG