Accessibility links

logo-print logo-print

ADAMI მედია პრიზი: ქართველი ქალების 4 ნომინაცია და ფილმები სომხურ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე


აღმოსავლეთ ევროპაში კულტურული მრავალფეროვნებისთვის ADAMI მედია პრიზის ნომინაციებში წელს საქართველოდან 4 ნამუშევარი მოხვდა. თითოეული მათგანის ავტორი ქალი რეჟისორები და ჟურნალისტები არიან.

ნომინირებული ყველა ქართული ფილმი ქალი უმცირესობების უფლებების თემას ეხება. ისინი მიმოიხილავენ რეგიონებში ახალგაზრდა აზერბაიჯანელი ქალების ადრეული ქორწინებისა და უმაღლესი განათლების ხელმიუწვდომლობის სენსიტიურ საკითხებს.

ნომინანტებს შორისაა რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ეკა ქევანიშვილის ფილმი „გიულგუნი თექალოდან“.

გიულგუნი თექალოდან
please wait

No media source currently available

0:00 0:09:10 0:00

ნომინანტებს შორის მოხვდა ქევანიშვილის მასალის გმირი, გიულგიუნ მამედხანოვა და მის მიერ მომზადებული „16 წლის ცოლები“.

კადრი ფილმიდან „16 წლის ცოლები“.
კადრი ფილმიდან „16 წლის ცოლები“.

ფილმები სომხურ-აზერბაიჯანულ მეგობრობაზე

„ჩაი ხანას“ მიერ მომზადებული პოეტური ფილმი „შეწყვეტილი მოგონებები“ სომხურ-აზერბაიჯანული თანამშრომლობის შედეგია: ორივე მხარეს გადაღებული მასალა გვიყვება ორი ასაკოვანი ქალის ისტორიას. მათგან ერთი აზერბაიჯანელი, მეორე კი სომეხია. ახალგაზრდობაში ისინი ყოველ ღამე ერთად სვამდნენ ჩაის, მაგრამ უკვე 30 წელია მათი სოფლები გადაულახავი საზღვრით არის გაყოფილი.

კადრები ფილმიდან „შეწყვეტილი მოგონებები“
კადრები ფილმიდან „შეწყვეტილი მოგონებები“

არფი ბექარიანის (ჩაი ხანა) „უსაფრთხო ზონა“ ექსპერიმენტული სახით აჩვენებს თბილისში სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის არსებულ დაფარულ მეგობრობას.

2020 ADAMI მედია პრიზის ნომინანტების სრული სია ასეთია:

ADAMI მედია პრიზი ახალი ამბებისა და მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმებისთვის

  • სოფელი ფერმა, ანა ღუდუშაური, ტვ იმედი, საქართველო
  • გოგონა ჰიჯაბის გარეშე, ელენე ცინცაძე, ტვ იმედი, საქართველო

ADAMI მედია პრიზი გასართობი პროგრამებისა და მხატვრული ფილმებისთვის

  • დედა, ვიტალი გაიდარჯი, Media Birlii, მოლდოვა
  • სიმღერების ქვეყანა, სტანისლავ მედვედევი, UA:PERSHY, უკრაინა

ADAMI მედია პრიზი ვებ-ვიდეოებისთვის

  • ლექსები ჭაობიდან, დიმა დედოკი, ბელარუსი
  • გიულგუნი თექალოდან, ეკა ქევანიშვილი, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თბილისის ბიურო, საქართველო
  • შეწყვეტილი მოგონებები, ნატალია ჩხარტიშვილი, ჩაი ხანა, სომხეთი

ADAMI მედია პრიზი ახალგაზრდა Adami

  • უსაფრთხო ზონა, არფი ბაქარიანი, ჩაი ხანა, სომხეთი
  • 16 წლის ცოლები, გიულგიუნ მამედხანოვა, GIPA, საქართველო
  • ზღაპარი, ირინა კიპორენკო, INDIE LAB, უკრაინა

ADAMI მედია პრიზი საინფორმაციო პროგრამებისა და დოკუმენტური ფილმებისთვის

  • ჟანინი, ვლადიმირ ბოკუნი, ბელარუსი
  • ნიკოლაი კანტაბინი,ანდრეი კაპტარენკო, TV8 Moldova, მოლდოვა

ADAMI მედია პრიზი კულტურული მრავალფეროვნებისთვის ყოველწლიური კონკურსია, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვს ქვეყანაში ინტეგრაციის, ეთნიკური თუ რელიგიური უმცირესობების საკითხებთან დაკავშირებით მედიების თანამშრომლობას უწყობს ხელს. ჯილდოები გაიცემა ექვს კატეგორიაში: მხატვრული, დოკუმენტური, ახალი ამბები, სტუდენტური ნამუშევრები, ვებსაიტები და ონლაინ ვიდეოები.

წელს - სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, საქართველოდან, მოლდოვადან და უკრაინიდან - მიღებული 300 საკონკურსო განაცხადიდან, 39 წევრისგან შემდგარმა საერთაშორისო ჟიურიმ სხვადასხვა კატეგორიაში 12 ნომინანტი შეარჩია.

ხუთ კატეგორიაში გამარჯვებულები 10 დეკემბერს, საერთაშორისოდ ტრანსლირებულ პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გამოვლინდებიან. ტრანსლაციის ნახვა პირველი არხის (საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი) ეთერში და რამდენიმე ონლაინ სტრიმინგის პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG