Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"საქართველოს ბანკი" ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე პირველ განცხადებას ავრცელებს


"საქართველოს ბანკის" ინფორმაციით, ბანკი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციაშია. ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ბანკმა ზუგდიდის ფილიალში მძევლების აყვანაზე გაავრცელა.

"ჩვენ სრულ კოორდინაციაში ვართ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. ვმოქმედებთ მათი მითითებების შესაბამისად. ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გავაკეთებთ ყველაფერს, რომ პროცესი მშვიდობიანად დასრულდეს", - აცხადებენ ბანკში.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა 19-დან ერთ-ერთ მძევალს "მთავარი არხის" ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გააჟღერებინა. გამტაცებლის მოთხოვნაა, მას 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

მძევლად აყვანილი 19 პირიდან 3 ბანკის თანამშრომელია. ისინი შენობის მესამე სართულზე არიან. როგორც რადიო თავისუფლებამ შეძლო გარკვევა, პირი, რომელმაც ირაკლი კვარაცხელიას სახელით დარეკა "მთავარ არხზე", ბანკის თანამშრომელი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG