Accessibility links

logo-print logo-print

ავთო წერეთელი ამბობს, რომ "TV პირველის" სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ


"TV პირველის" მფლობელისა და დირექტორის მამა, ავთო წერეთელი ამბობს, რომ მას არხის სარედაქციო პოლიტიკის გამო დაემუქრნენ. მუქარასთან დაკავშირებით ის ამავე არხს ესაუბრა.

წერეთელი იხსენებს, რომ მასთან ორი ახალგაზრდა კაცი მაშინ მივიდა, როცა ის ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ვარჯიშობდა:

"თუ არ გაჩერდება შენი ტელევიზია, მოგივლითო... რაც იმათმა წარმოთქვეს, იმას ხო არ ვიტყვი".

არხის მფლობელი ვატო წერეთელი ამ მუქარას მმართველ პარტიას, "ქართულ ოცნებას" უკავშირებს.

"ჯერ იყო და სასამართლოდან პირდაპირ გულის შეტევით მოახვედრა "ქართულმა ოცნებამ" საავადმყოფოში და ღმერთის წყალობით გადარჩა. დღეს უკვე პირდაპირ ემუქრებიან. ვაფრთხილებ პირდაპირ "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს, შეეშვას ჩემი ოჯახის დევნას. არაფერი არ გამოუვათ", - აცხადებს ვატო წერეთელი.

მმართველი პარტიის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ "TV პირველის" ჟურნალისტს ამ საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ უთხრა, რომ მასზე ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის გამო დღეს არაფერს ამბობდა და ხვალ გასცემდა პასუხს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხთან დაკავშირებით ავთანდილ წერეთელს დაუკავშირდა და მას გამოკითხავენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG