Accessibility links

შს მინისტრის მოადგილე: ყველაფერი კეთდება მძევლების გასათავისუფლებლად


შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ვლადიმერ ბორცვაძის განცხადებით, ყველაფერი კეთდება მძევლების უსაფრთხოდ შინ დასაბრუნელად. ეს განცხადება მინისტრის მოადგილემ ზუგდიდში გააკეთა, სადაც „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი ფილიალში მძევლები იმყოფებიან.

"როგორ იცით მოლაპარაკების შედეგად ორი მძევალი გათავისუფლდა, მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. შსს და ყველა სამართალდამცავი უწყება ჩართულია, რომ მძევლების უსაფრთხოდ დავაბრუნოთ სახლში",- განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მან მოლაპარაკებების დეტალებზე საუბარი არ ისურვა, ასევე არ დაასახელა თუ რამდენი მძევალი იმყოფება ამჟამად ბანკის შენობაში.

ვლადიმერ ბორცვაძემ, მედიას მოუწოდა შეწყვიტონ შემთხვევის ადგილის პირდაპირ ეთერში გაშუქება, პროცესისთვის ხელის შეშლის თავიდან ასაცილებლად.

ბანკის ზუგდიდის ფილიალში მძევლები, დაახლოებით, 14:00 საათზე აიყვანეს. გამტაცებელმა დაახლოებით 20 მძევლიდან ერთ-ერთს, „მთავარი არხის“ ეთერში დაარეკვინა და მოთხოვნები გაახმოვანებინა. გამტაცებელს სურს, 500 ათასი დოლარი გადასცენ და ტერიტორიის უსაფრთხოდ დატოვების საშუალება მისცენ.

ასევე ნახეთ: ლაივბლოგი: მძევლები საქართველოს ბანკის ფილიალში - ზუგდიდი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG