Accessibility links

logo-print logo-print

ყირგიზეთში დააკავეს ყველაზე გავლენიანი „კრიმინალური ავტორიტეტი“


ყირგიზეთის ეროვნული უშიშროების კომიტეტმა განაცხადა, რომ დაკავებულია ე.წ. „კანონიერი ქურდი“, კამჩი ყოლბაევი, რომელიც ბრალდებულია „დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნასა და მასში მონაწილეობაში“.

აშშ-ის ადმინისტრაციამ იგი ჯერ კიდევ 2012 წელს შეიყვანა შავ სიაში, როგორც შვიდიდან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი „ნარკობარონი“. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ინფორმატორს ფულად ჯილდოსაც დაჰპირდა ყოლბაევის შესახებ ისეთი ინფორმაციისათვის, რომელიც გამოძიებას დაეხმარებოდა ყირგიზი კანონიერი ქურდის „ფინანსური სტრუქტურების განადგურებაში“.

ყოლბაევი 22 ოქტომბერს, ბიშკეკის ერთ-ერთ სპორტკლუბში დააკავეს.

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მის მიერ შექმნილ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში 424 კაცია გაერთიანებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG