Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასახელდა საქართველოს სარაგბო ნაკრების შემადგენლობა შოტლანდიასთან მატჩში


საქართველოს სარაგბო ნაკრები COVID-19-ით გამოწვეული იძულებითი პაუზის შემდეგ, სათამაშოდ ემზადება. 23 ოქტომბერს ედინბურგში, „მარიფილდზე", „ბორჯღალოსნები“ ტესტ-მატჩში შოტლანდიას დაუპირისპირდებიან. ამ თამაშისთვის შემადგენლობა უკვე ორივე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა დაასახელა.

საქართველოს ნაკრების დამრიგებელმა ლევან მაისაშვილმა არჩევანი შემდეგ მორაგბეებზე შეაჩერა:

უკანა ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემე თაფლაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე;

შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლექსო ყაულაშვილი, 4. ნოდარ ჭეიშვილი, 5. გრიგორ ქერდიყოშვილი, 6. ოთარ გიორგაძე, 7. ბექა საღინაძე, 8. ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. გიორგი ჯავახია, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გელა აფრასიძე, 22. გიორგი კვესელაძე, 23. თამაზ მჭედლიძე.

„თუ არ ჩავთვლით ტრავმირებულ მოთამაშეებს, ოპტიმალური შემადგენლობა შევარჩიეთ. მიუხედავად იმისა, რომ მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა, ვთვლი, რომ ოპტიმალურად მოვახერხეთ შეტევისა და დაცვის სქემების გავლა და თუ უთამაშებლობამ თავი არ იჩინა, კარგი და საინტერესო თამაში გამოგვივა" - ციტირებს ლევან მაისაშვილის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ვებსაიტი.

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, „ბორჯღალოსნები“ შემოდგომის ერთა თასისთვის“ მზადებას შეუდგებიან. ტურნირის ჯგუფურ ეტაპს მაისაშვილის გაწვრთნილი გუნდი 14 ნოემბერს გახსნის, ინგლისთან შეხვედრით. 21 ნოემბერს უელსს დაუპირისპირდება, ხოლო 29-ში - ირლანდიას. „შემოდგომის ერთა თასის“ მეორე ჯგუფში ითამაშებენ საფრანგეთის, შოტლანდიის, იტალიისა და ფიჯის ნაკრებები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG