Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქობულეთში "საქართველოს ბანკის" კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელი გაძარცვეს


ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის 71-ე ფილიალის გაძცვის შედეგად წაღებულია დაახლოებით 70 ათასი ლარი. როგორც ინფორმირებული წყარო უყვება რადიო თავისუფლებას, მძარცველებმა ფილიალის შესასვლელ კიბეებთან "საქართველოს ბანკის" კონტრაქტორი კომპანია Direct debit georgia-ს წარმომადგენელს წაართვეს თანხა, რომელიც მას ბანკის ფეიბოქსიდან ჰქონდა ამოღებული და ბანკში შეჰქონდა.

ბანკის ფილიალი ამჟამად გაკეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ჯერჯერობით დაუზუსტებელია მძარცველთა რაოდენობა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. თვითმხილველებს კითხავენ.

შესწორება: ახალი ამბის სათაური "ქობულეთში „საქართველოს ბანკი“ გაძარცვეს" შეიცვალა დეტალების დაზუსტების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG