Accessibility links

ზურაბ ჯაფარიძის შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - "გირჩის" ლიდერი საჯარო აქტივობებს ზღუდავს


პოლიტიკური პარტია "გირჩის" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის უმცროს შვილს კორონავირუსი დაუდასტურდა - პოლიტიკოსი ინფორმაციას ამის შესახებ თვითონ ავრცელებს და ამბობს, რომ საჯარო აქტივობებს ზღუდავს და წინასაარჩევნო კამპანიას ონლაინ რეჟიმში გააგრძელებს.

როგორც ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, ერთადერთი სიმპტომი, რაც მის უმცროს შვილს კორონავირუსის დადასტურებამდე ჰქონდა, 3 დღის განმავლობაში მაღალი სიცხე იყო - ბავშვი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ოჯახის დანარჩენი წევრების ტესტების პასუხები უარყოფითია.

საქართველოში 22 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსით ინფიცირების 13 000-ზე მეტი აქტიური შემთხვევაა დადასტურებული. მხოლოდ 22 ოქტომბერს ინფიცირების 1595 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG