Accessibility links

ქობულეთში "საქართველოს ბანკის" ინკასაციის მძარცველებს ამ დრომდე ეძებენ


თითქმის 4 საათია, რაც პოლიცია ქობულეთში "საქართველოს ბანკის" ინკასაციის მძარცველებს ეძებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.

ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის 71-ე ფილიალის გაძარცვის შედეგად წაღებულია, დაახლოებით, 70 ათასი ლარი. შსს-ს ცნობით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე, ძარცვის მუხლით დაიწყო.

როგორც ინფორმირებული წყარო უყვება რადიო თავისუფლებას, მძარცველებმა ფილიალის შესასვლელ კიბეებთან "საქართველოს ბანკის" კონტრაქტორი კომპანია Direct Debit Georgia-ს წარმომადგენელს წაართვეს თანხა, რომელიც მას ბანკის ფეიბოქსიდან ჰქონდა ამოღებული და ბანკში შეჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG