Accessibility links

მეზვრიშვილი: თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე მკაცრი რეკომენდაციაა


თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გარე სივრცეებში პირბადის ტარებაზე საკოორდინაციო საბჭომ მკაცრი რეკომენდაცია გასცა. ინფორმაცია მედიას მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ნათია მეზვრიშვილმა მიაწოდა და თქვა, რომ ჯერ მხოლოდ რეკომენდაციის სახე აქვს და შეიძლება სავალდებულო წესადაც იქცეს.

მისი თქმით, წესის აღსრულებას შესაბამისი სამსახურები დააკვირდებიან. მანვე განმარტა, რომ ასეთ სივრცეებად მოიაზრება ყველა ისეთი ადგილი, მათ შორის ავტობუსის გაჩერება, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია. პირბადის გარეშე ყოფნა შესაძლებელი იქნება მარტო ყოფნის დროს.

თითქმის ყოველდღიურად იზრდება თბილისში, იმერეთსა და აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები. ბოლო 24 საათში გამოვლენილი 1 759 ახალი შემთხვევიდან თბილისზე 686 შემთხვევა მოდის, აჭარაზე - 487, იმერეთზე კი 356.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG