Accessibility links

site logo site logo

5 ქალაქში ცხელებიან პაციენტებს დამატებითი კლინიკები მოემსახურებიან


საილუსტრაციო ფოტო

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების ფონზე, რეგიონებში ცხელებიანი პაციენტების დამატებითი კლინიკები მოემსახურებიან, ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„რეგიონულ ჭრილში დღეს უკვე იკვეთება კონკრეტულ რეგიონებში ინფიცირებულების რაოდენობა და იქ საწოლების მობილიზაციის საჭიროება ხდება. დღეს მტკიცდება ბრძანებით იმ კლინიკების ჩამონათვალი, რომლებიც ჩაერთვებიან და ეს იქნება საგარეჯოში, თეთრიწყაროში, ქუთაისში დამატებით, ახალციხეში და ლანჩხუთში კლინიკები, რომლებიც ცხელებიან პაციენტებს მიიღებენ და გაუწევენ მათ მკურნლობას და მომსახურებას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გასულ 24 საათში საქართველოში დადასტურდა კორონავირუსის 1759 შემთხვევა, რაც ეპიდემიის პერიოდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წინა დღესთან შედარებით 164-ით მეტი ახალი შემთხვევაა. თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 24 562 შემთხვევა. გამოვლენილი შემთხვევიდან უმრავლესი, 686 თბილისიდანაა. მძიმე პაციენტებია 397, მათგან 82 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში გარდაიცვალა კორონავირუსით ინფიცირებული 5 პაციენტი. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 183-მდე გაიზარდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG