Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე სამადაშვილი: ივანიშვილის მთავარი ბრძოლის ხაზი გადის მაინც მაჟორიტარულ ოლქებზე


სალომე სამადაშვილი
სალომე სამადაშვილი

საარჩევნო ბლოკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლის, სალომე სამადაშვილის აზრით, ამ ეტაპზე რეალურად გამოიკვეთა, რატომ ჩააგდო თავის დროზე, 2019 წლის 14 ნოემბერს, მმართველმა პარტიამ პროპორციული არჩევნების პროექტი.

რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ დღევანდელი მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილის ბრძოლის მთავარი ხაზი მაინც მაჟორიტარულ ოლქებზე გადის, რადგან მაჟორიტარული ოლქების მოგების გარეშე, მმართველი პარტია პროპორციულ არჩევნებს აგებს:

"შესაბამისად ჩვენ რას ვხედავთ, რომ იქ, სადაც არიან ძლიერი მაჟორიტარი კანდიდატები ოპოზიციის მხრიდან კონცენტრირებული, არის ხელისუფლების მცდელობა, რომ დააშინონ ამომრჩეველი იქნება თუ აქტივი და ასე შემდეგ, რომ იქ არის მთავარი ბრძოლის ველი. მე ვფიქრობ, რომ მიუხედავად ამ ყველაფრისა, ივანიშვილი პროპორციულ არჩევნებსაც წააგებს და მაჟორიტარულ არჩევნებსაც ბევრ ადგილას წააგებს პირველ რაუნდში“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა "დილის საუბრებში". მისი აზრით, ოპოზიციის ერთიანობა, განსაკუთრებით არჩევნების მეორე ტურებში, ძალზე მნიშვნელოვანი იქნება.

სალომე სამადაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში საარჩევნო ბლკის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია"-ს საარჩევნო სიის მერვე ნომერია. იგი იყო საქართველოს მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი. 2005-2007 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი. არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი. 2017 წლიდან იკავებს პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“-ის თავმჯდომარის მოადგილის პოსტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG