Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთში გადაიდო მომავალი საპარლამენტო არჩევნები


სადირ ჯაფაროვი
სადირ ჯაფაროვი

ყირგიზეთში, სადაც ცოტა ხნის წინ ქუჩის აქციებით მთავრობა შეიცვალა, პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ორგანოს მიერ არჩევნების ჩატარების გადადებას საკონსტიტუციო ცვლილებების დამტკიცებამდე.

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამართვა 4 დეკემბრისთვის იგეგმებოდა.

ქვეყანაში საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს უჭერს ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი, სადირ ჯაფაროვი, რომელიც პრეზიდენტის მოვალეობასაც ითავსებს მას შემდეგ, რაც 16 ოქტომბერს თანამდებობა დატოვა სოორონბაი ჟეენბეკოვმა.



სადირ ჯაფაროვმა განაცხადა, რომ მას სურს კენჭი იყაროს პრეზიდენტის პოსტზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო ცვლილებით გაუქმდება პრემიერ-მინისტრის პოსტი და პრეზიდენტის ინსტიტუტი კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება.



ჯაფაროვი, რომელიც ყოფილი ნაციონალისტი პარლამენტარია და დამნაშავედ იქნა ცნობილი პოლიტიკური მეტოქის გატაცებაში, პარლამენტარებმა 14 ოქტომბერს აირჩიეს პრემიერ-მინისტრის პოსტზე, ქვეყანაში შექმნილი მღელვარებისა და პოლიტიკური კრიზისის ფონზე, რომელიც მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ არჩევნებს. საპროტესტო ტალღის გამო გადადგნენ პრეზიდენტი სოორონბაი ჟეენბეკოვი და სხვა მაღალჩინოსნები.



ჟეენბეკოვის გადადგომას და ხელახალი კენჭისყრის ჩატარებას ათასობით დემონსტრანტი ითხოვდა - ისინი აცხადებდნენ, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები, რომელშიც გამარჯვება პრეზიდენტის მომხრე პარტიებს მიენიჭა, მასობრივად იყო გაყალბებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG