Accessibility links

NBA-ის დრაფტი ონლაინრეჟიმში ჩატარდება


ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია 2020 წლის დრაფტს განსხვავებული ფორმატით ჩაატარებს. კორონავირუსის პანდემიის გამო, წლეულს NBA-ის კლუბები სასურველ კალათბურთელებს ონლაინრეჟიმში აირჩევენ. ESPN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ღონისძიება 18 ნოემბერს გაიმართება ბრისტოლში.

დრაფტზე არჩეული კალათბურთელების ვინაობას ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის წარმომადგენლები ESPN-ის სტუდიიდან პირდაპირ ეთერში გამოაცხადებენ, თავად მოთამაშეები კი კომენტარს ასევე ონლაინრეჟიმში გააკეთებენ.

ტრადიციული ღონისძიებისთვის ივნისში ნიუ იორკის „ბარკლაის ცენტრს“ უნდა ემასპინძლა, მაგრამ COVID-19-ის გამო, ასოციაციის ხელმძღვანელობამ კალენდარში ცვლილებები შეიტანა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG