Accessibility links

logo-print logo-print

აშშ: რუსმა ჰაკერებმა მიზანში ამოიღეს სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობები


რუსეთის მთავრობის მიერ დაფინანსებულმა ჰაკერებმა შეღწევა მოახერხეს აშშ-ის სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობების ქსელებში გასულ კვირებში და, სულ მცირე, ორი სერვერიდან მოიპარეს მონაცემები, იტყობინება აშშ-ის მთავრობა.

22 ოქტომბერს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტო (CISA) იტყობინებოდნენ რუსი ჰაკერების ქმედებებზე, სულ მცირე, სექტემბრის შემდეგ. უწყებების თანახმად, დღესდღეობით არ არსებობს იმის დასტური, რომ ჰაკერებს წინასწარ განზრახული ჰქონდათ ავიაციის, განათლების, საარჩევნო და სამთავრობო ოპერაციებისთვის ხელის შეშლა. „თუმცა, სუბიექტი შეიძლება ცდილობდა მოეპოვებინა წვდომა, რათა მომავალში შეძლოს შეფერხებების მიღწევა, რათა ზეგავლენა მოახდინოს აშშ-ის პოლიტიკასა და ქმედებაზე, ან სახელმწიფო და ადგილობრივი მთავრობების დელეგიტიმიზაცია მოახდინოს“, თვლიან სააგენტოები. მათ არ დაუზუსტებიათ, რა უწყებები იყო ჰაკერების სამიზნე. მათ მიერ გავრცელებულ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოპერაცია ჩატარდა „აშშ-ში სამიზნეების ფართო სპექტრზე“. ჰაკერებმა, ცნობილებმა სახელებით, Berserk Bear, Energetic Bear, Dragonfly და სხვებმა, წარმატებულად შეაღწიეს ქსელებში და მოიპარეს მონაცემები, სულ მცირე, ორი სერვერიდან.

ეს ინფორმაცია-გაფრთხილება გავრცელდა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე. აშშ-ის მთავრობა განსაკუთრებულ მზადყოფნაშია უცხო სახელმწიფოების მხრიდან მცდელობების წინააღმდეგ, გაავრცელონ ყალბი ინფორმაცია თუ სხვა ფორმით ჩაერიონ არჩევნებში.

21 ოქტომბერს აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ირანმაც და რუსეთმაც მოიპოვეს ამერიკელი ამომრჩევლების შესახებ ინფორმაცია და ცდილობენ, გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივ აზრზე არჩევნების წინ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG