Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სვანეთში ხანძარია სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში


შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში ხანძარია. იწვის ტყის ქვედა საფარი, ეკალბარდი და ბუჩქნარი. ხანძარი ორშაბათს ჩამქრალი ხანძრიდან მოშორებით, მთის მეორე ფერდზეა.

სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, ადგილზე მობილიზებულია 50 მეხანძრე-მაშველი ინდივიდუალური აღჭურვილობით და მიმდინარეობს ცეცხლის ჩასაქრობად ინტენსიური სამუშაოები. დამატებითი ძალების მობილიზება ხდება თბილისიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან. ხანძრის სამუშაოებში, ადგილზე მყოფ 50 მეხანძრეს გვიან ღამით, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსის - დავით სუხიშვილის ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ჯგუფი შეუერთდება.

როგორც სამსახური აცხადებს, მზადყოფნაშია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი, რომელიც, საჭიროების შეთხვევაში, ცეცხლის ქრობის პროცესში ჩაერთვება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG