Accessibility links

პომპეო სომხეთის და აზერბაიჯანის მინისტრებს შეხვდა მთიანი ყარაბაღის გარშემო ახალი შეტაკებების ფონზე


აზერბაიჯანის და სომხური ძალები 23 ოქტომბერს მთიან ყარაბაღში და მის გარშემო განაგრძობდნენ საბრძოლო მოქმედებებს, რის ფონზეც აზერბაიჯანის და სომხეთის უმაღლესი დონის დიპლომატები ვაშინგტონში აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს შეხვდნენ აზერბაიჯანის სეპარატისტული რეგიონის გამო მრავალწლიანი კონფლიქტის გარშემო მოსალაპარაკებლად.

მხარეებმა ერთმანეთს გაუცვალეს ახალ ძალადობაში ბრალდებები, რომელიც, როგორც იტყობინებიან, მოიცავდა საცხოვრებელი არეალებისთვის ცეცხლის დაშენას.

ამ დროს ვაშინგტონში გადაინაცვლა მცდელობებმა, მიეღწიათ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისთვის მას მერე, რაც რუსეთის შუამავლობით მიღწეული ორი შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არ განხორციელდა.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზოჰრაბ მნაცაკანიანი ცალ-ცალკე შეხვდნენ პომპეოს სახელმწიფო დეპარტამენტში.

შეხვედრის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა, მორგან ორტაგუსმა, გაავრცელა პომპეოს სიტყვები, რომ "აუცილებელია ძალადობის დასრულება და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვა".

ორტაგუსის თქმით, პომპეომ ასევე ხაზი გაუსვა არსებითი მოლაპარაკების დაწყების მნიშვნელობას მხარეებს შორის ეუთოს მინსკის ჯგუფის ეგიდით, რათა მოგვარდეს კონფლიქტი ჰელსინკის საბოლო აქტის პრინციპებზე დაყრდნობით, როგორებიცაა, ძალის არგამოყენება და ძალით მუქარაზე უარის თქმა, ტერიტორიული მთლიანობა და ხალხებს შორის თანასწორობა და მათი თვითგამორკვევის უფლება.

ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, საფრანგეთი და რუსეთი.

მნაცაკანიანმა, პომპეოსთან შეხვედრის შემდეგ რეპორტიორებს უთხრა: „ძალიან კარგი“ და დასძინა, რომ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევაზე მუშაობა გაგრძელდება", იტყობინება როიტერსი.

ბაირამოვის თანახმად, მან პომპეოს უთხრა, "მთიანი ყარაბაღის სომხური ოკუპაცია უნდა დასრულდეს". „ჩვენ გვსურს მოვძებნოთ პოლიტიკური მოგვარების გზა და მზად ვართ, განვაგრძოთ არსებითი მოლაპარაკება დაუყოვნებლივ“, მოჰყავს AFP-ს ბაირამოვის სიტყვები.

„სომხეთმა უნდა შეწყვიტოს აზრიანი მოლაპარაკების თავიდან აცილება და უნდა აირჩიოს ხანგძლივი მშვიდობა“, თქვა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, რომელსაც სახელდახელო პრესკონფერენციის დროს თეთრ სახლში პომპეოსთან მინისტრების შეხვედრების გარშემო ჰკითხეს, თქვა, რომ „მართლაც კარგი წინსვლა იქნა მიღწეული“. ტრამპის თქმით, აშშ-ში ცხოვრობს ბევრი ადამიანი, რომლებიც სომხეთიდან არიან წარმოშობით, და "ეს არიან შესანიშნავი ადამიანები და მათ დავეხმარებით“, განაცხადა ტრამპმა.

ოპტიმიზმი, რომ ვაშინგტონის შეხვედრა ბოლოს დაუდებდა საბრძოლო მოქმედებს, შესუსტდა 22 ოქტომბერს, როცა ორივე მხარემ განაახლა ბრძოლები და ლიდერებმა ბაქოსა და ერევანში გაამძაფრეს პოზიციები მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ორი შეთანხმებისა, რომლებიც რუსეთის შუამავლობით დაიდო, და რომლებიც მალევე დაირღვა.

22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მოსკოვის აზრით, შეტაკებების დროს მთიანი ყარაბაღის გარშემო ხუთი ათასამდე ადამიანია დაღუპული საერთო ჯამში.

ვაშინგტონის მოლაპარაკების წინ, იტყობინება როიტერსი, თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოანმა რეპორტიორებს უთხრა სტამბოლში, რომ ის იმედოვნებს, რომ მოსკოვსა და ანკარას შეეძლებოდათ ერთად ემუშავათ კონფლიქტის მოგვარებისთვის. მან გაიმეორე თურქეთის მოთხოვნა, გახდეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე საფრანგეთთან, რუსეთსა და აშშ-თან ერთად. ერდოანმა კონფლიქტის მოგვარებაში შუამავლობის სურვილი გაიმეორა და თქვა, რომ თურქეთს, როგორც რუსეთს, იმდენივე უფლება აქვს მშვიდობის მიღწევაში იყოს ჩართული.

სულ მცირე, ათასი ადამიანი შეეწირა 27 სექტემბრის შემდეგ დაწყებულ ცხარე ბრძოლებს, რომლის გამოც გაიზარდა საშიშროებაა, რომ კონფლიქტში შეიძლება ჩაერიონ აზერბაიჯანის ახლო მოკავშირე თურქეთი და რუსეთი, რომელიც რეგიონში საკვანძო ძალაა, რომელთანაც სომხეთს სამხედრო ხელშეკრულება აკავშირებს.

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-მა (HRW) 23 ოქტომბერს აზერბაიჯანს ბრალად დასდო საყოველთაოდ აკრძალული კასეტური ბომბეის „განმეორებით“ გამოყენება მთიანი ყარაბაღის საცხოვრებელ არეალებში. ორივე მხარე უარყოფს ურთიერთბრალდებას კასეტური ბომბების გამოყენების შესახებ.

საერთაშორისო სამართლით, აზერბაიჯანის კუთვნილი ტერიტორიებისთვის მთიან ყარაბაღში და მის გარშემო საბრძოლო მოქმედები გააქტიურდა 27 სექტემბრის შემდეგ. მთიანი ყარაბაღს ეთნიკური სომხები აკონტროლებენ 1990-იანი წლების შემდეგ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG