Accessibility links

ტუსკმა მკაცრად გააკრიტიკა უნგრეთის პრემიერის ხედვა და თქვა, რომ ბელარუსის ოპოზიცია "ახლოსაა გამარჯვებასთან"


ევროპის მემარჯვენე-ცენტრისტული "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) თავმჯდომარემ განაცხადა, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის ხედვა "არალიბერალურ დემოკრატიაზე" ფაქტობრივად, წინ უძღვება "დეგენერირებული დემოკრატიის" შექმნას მის ქვეყანაში.

რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, 23 ოქტომბერს, ევროპის სახალხო პარტიის თავმჯდომარემ, დონალტ ტუსკმა შეაქო მშვიდობიანი საპროტესტო მოძრაობა ბელარუსში, რომელიც, როგორც მან განაცხადა, "მართლა ახლოს" არის იმასთან, რომ გაიმარჯვოს ალექსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ ბრძოლაში.

ევროპის სახალხო პარტიამ, ევროპის პარლამენტის ყველაზე დიდმა გაერთიანებამ, უნგრეთის მმართველი პარტი ფიდესს თავის რიგებში წევრობა შეუჩერა 2019 წელს, შეშფოთების გამო, რომელიც უკავშირდებოდა უნგრეთში კანონის უზენაესობისთვის ზურგის შექცევას და ასევე თავდასხმებს ევროპის კომისიაზე.

"მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატია კანონის უზენაესობის და სიტყვის თავისუფლების გარეშე, საერთოდ არ არის დემოკრატია", განაცადა ტუსკმა და დასძინა, რომ "მსგავსი ნეგატიური ტენდენციები" მის მშობლიურ პოლონეთშიც შეიმჩნევა.

ორბანს, მემარჯვენე ნაციონალისტს, არაერთხელ ჰქონია კონფლიქტი ევროკავშირის ლიდერებთან მის მიერ გადადგმულ ნაბიჯების გამო, რომლებიც ეხებოდა სახელმწიფო კონტროლის გაძლიერებას სასამართლო სისტემაზე, მედიასა და სამეცნიერო სფეროზე.

ინტერვიუში ტუსკმა განაცხადა, რომ დემოკრატიული ოპოზიცია ბელარუსში "მართლა ახლოს არის გამარჯვებასთან". "თითქმის ყველა ლიდერი, რომელსაც შევხვედრივარ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, აცნობიერებს იმ ფაქტს, რომ ლუკაშენკა ამ ბრძოლას წააგებს. ამ ბრძოლას თუ არა, ამ ომს თავისი ერის და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ნადვილად წააგებს", თქვა მან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG