Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება, ოღონდ - ციფრულ ფორმატში


მწერალთა სახლის შენობა, მაჩაბლის #13
მწერალთა სახლის შენობა, მაჩაბლის #13

2020 წლის ოქტომბერ-დეკემბერში მწერალთა სახლი თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალს ელექტრონულად ჩაატარებს.

TIFL Digital - ფესტივალი ციფრულად, გულისხმობს, რომ შეიქმნება საფესტივალო ვიდეო არქივი, მე-6 საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალის მონაწილე ავტორებს დაინტერესებულ საზოგადოებას წინასწარ გააცნობენ.

ასევე მოეწყობა 2018-2019 წლების ფესტივალების რეტროსპექტივა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები, შეხვედრები ავტორთან, პოეზიის კითხვა. ყველა ვიდეო ჩაიწერება დისტანციურად, მთარგმნელების ან ლიტერატორების მოდერაციით.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურულ ფესტივალში წელს მონაწილეობას მიიღებენ ისეთი ავტორები, როგორებიც არიან ჰაიკე ფიდლერი (შვეიცარია), არაიანა ჰარვიცი (არგენტინა), ბლეიკ კრაუჩი (აშშ) და სხვები.

მწერალთა სახლის ცნობით, ფესტივალის ათამდე ვიდეო - ქართული სუბტიტრებით ყოველკვირეულად გამოქვეყნდება ფესტივალისა და მწერალთა სახლის ფეისბუკისა და იუტუბის არხებზე.

თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი მწერალთა სახლის ორგანიზებით 2015 წლიდან ყოველწლიურად მაისის თვეში იმართება ხოლმე. წელს კორონავირუსის პანდემიის გამო მისი ჩატარება გადაიდო და დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG