Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას COVID-19 დაუდასტურდა


ანჯეი დუდა
ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ მისი COVID-19-ის ტესტის შედეგი პოზიტიურია.

დუდას პრესსპიკერმა ბლაჟეი სპიხალმა 24 ოქტომბერს ტვიტერში დაწერა, რომ 48 წლის პრეზიდენტმა 23 ოქტომბერს გაიკეტა ტესტი და შედეგი პოზიტიური აღმოჩნდა. მისი თქმით, პრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს და იზოლაციაში იმყოფება.

დუდას დიაგნოზის ფონია პოლონეთში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების მკვეთრი ზრდა.

გაზაფხულზე ქვეყანაში შედარებით დაბალი იყო ინფიცირებულთა რაოდენობა. მაგრამ ამჟამად გაუარესებული ვითარების გამო პოლონეთის ჯანდაცვის სისტემა შესაძლებლობების ზღვარზეა მისული.

ექიმების თქმით, პაციენტები კვდებიან არა მხოლოდ COVID-19-ის გამო, არამედ სხვა დაავადებებით, რომელთა მკურნალობას ვერ აუდიან გადატვირთული საავადმყოფოები.

მთავრობა საველე საავადმყოფოების გახსნას ამზადებს. ჯერჯერობით არ არის ცხადი, სად გამონახავს მთავრობა მათი ფუნქციონირებისთვის საჭირო ექიმებსა და მედპერსონალს.

დუდამ 23 ოქტომბერს მოინახულა ეროვნული სტადიონი, რომელსაც ერთ-ერთ ასეთ საველე საავადმყოფოდ გადააკეთებენ. ის ასევე შეხვდა 19 წლის ჩოგბურთელს, იგა სვიატეკს, რომელმაც ოქტომბერში საფრანგეთის ღია ჩემპიონატში გაიმარჯვა.

კორონავირუსის პანდემიის კონტროლისთვის პოლონეთის მთავრობამ 24 ოქტომბერს ახალი მკაცრი ზომები დააწესა.

დღეის მონაცემებით, პანდემიამ პოლონეთში 4172 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG