Accessibility links

რესტორატორთა ასოციაცია: სამუშაო, შეიძლება, დაკარგოს 300 000-მა ადამიანმა


რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელმა, შოთა ბურჯანაძემ, 24 ოქტომბერს, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ დაახლოებით 300 000 ადამიანს ერთიანად ემუქრება სამუშაო ადგილების დაკარგვა, რადგან პანდემიამ სამასპინძლო ბიზნესს ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა.

„ჩვენ ვთხოვეთ პრემიერს, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა ბიზნესის დახმარების კუთხით. იქნება ეს ბანკებთან ურთიერთობა თუ საგადასახადო წნეხი. ჩვენს სფეროში არაერთი პროფესიონალური ადამიანი მუშაობს და დღეს მათი სამუშაო ადგილების გადარჩენა აუცილებელია“, - განაცხადა ბურჯანაძემ შეხვედრის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე.

შოთა ბურჯანაძემ ასევე თქვა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ეცდება ბიზნესისში დღეს არსებული ვითარების გაუმჯობესებას. მისი თქმით, ასევე გადაიხედება რესტორნებისთვის დაწესებული 22.00 საათამდე მუშაობის შეზღუდვის საკითხიც.

ერთადერთი საკითხი, რომელიც ბიზნესის წარმომადგენლებსა და მთავრობას შორის ამ ეტაპზე ვერ თანხმდება, არის დღგ-ს საკითხი, რომელზეც ხელისუფლებას ამ ეტაპზე უცვლელი პოზიცია აქვს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG