Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ხელისუფლების ცნობით, მოკლულია ოთხი "ტერორისტი"


პაკისტანელი პოლიციელები. 2020 წ. ივლისის ფოტო.
პაკისტანელი პოლიციელები. 2020 წ. ივლისის ფოტო.

სამხრეთ-დასავლეთ პაკისტანის პროვინცია ბელუჯისტანის პოლიციის თქმით, სპეცოპერაციის შედეგად მოკლულია აკრძალული ორგანიზაციის წევრი ოთხი „ტერორისტი“.

პროვინციის შინაგან საქმეთა მინისტრმა მირ ზია ლანგოვმა 24 ოქტომბერს განაცხადა, რომ წუხელ განხორციელებული ოპერაციის შედეგად დაჭრილია კონტრტერორიზმის დეპარტამენტის ორი პოლიციელი. ოპერაცია ბელუჯისტანის მასტუნგის ოლქში, დაშტის რეგიონში განხორციელდა.

ლანგოვმა განაცხადა, რომ ოპერაცია ჩატარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ „სადაზვერვო ინფორმაცია“ მოიპოვა ერთ-ერთი მოკლული ეჭვმიტანილის შესახებ. მითი თქმით, ხელისუფლებას 2 მილიონი პაკისტანური რუპია (12400 აშშ დოლარი) ჯილდო ჰქონდა დაწესებული ამ პირზე ინფორმაციისთვის, რომელიც ადრე განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში იყო ეჭვმიტანილი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG