Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარ კენჭისყრაში მიიღო მონაწილეობა.

„მე ხმა მივეცი კაცს, რომლის გვარია ტრამპი,“ თქვა მან ფლორიდაში, უესტ-პალმ-ბიჩის საარჩევნო უბანში, რომელიც მისი კერძო კლუბის, მარ-ა-ლაგოს მახლობლად მდებარეობს. ადრე ტრამპი თავის მშობლიურ ნიუ-იორკში აძლევდა ხოლმე ხმას, მაგრამ შარშან მან საცხოვრებელი გამოიცვალა და ფლორიდაში გადავიდა.

დღეის მონაცემებით, 55 მილიონამდე ამერიკელმა მისცა ხმა წინასწარ კენჭისყრაში, მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პანდემიის გამო ამ პროცესში მონაწილეობა პრობლემური გახდა.

კენჭისყრის დროს ტრამპს პირბადე ეკეთა, მაგრამ მოგვიანებით მოიხსნა ის, როცა შენობაში ჟურნალისტებს მიუახლოვდა.

საარჩევნო უბნის გარეთ რამდენიმე ასეული მხარდამჭერი დროშებით ხელში გაიძახდა: „კიდევ ოთხი წლით“.

ტრამპი ცდილობს გამოიყენოს, მისი კამპანიის წევრთა აზრით, დებატებში წარმატებით გამოსვლა. მისი დემოკრატი მეტოქის, ჯო ბაიდენის ყურადღების ცენტრში კი კვლავაც არის ის, თუ როგორ უმკლავდება პრეზიდენტი კორონავირუსის პანდემიას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG