Accessibility links

logo-print logo-print

იწურება ოპოზიციის მიერ ლუკაშენკასთვის გადადგომის თაობაზე მიცემული ვადა


ბელარუსში ქვეყნის ავტორიტარი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ დემონსტრაციებს მოელიან 25 ოქტომბერს, როცა იწურება მისი გადადგომის თაობაზე ოპოზიციის დათქმული ვადა. ოპოზიციის თქმით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ლუკაშენკას ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა ემუქრება.

ბელარუსის შინაგან საქმეთა მინისტრმა წინასწარ გამოაქვეყნა გაფრთხილება, რომ ხალხი არ დაესწროს არასანქცირებულ დემონსტრაციებს.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

24 ოქტომბერს, კოკისპირულ წვიმაში, რამდენიმე ასეულმა ქალმა მარში მოაწყო დედაქალაქ მინსკში და ლუკაშენკას გადადგომა მოითხოვა. რამდენიმე სხვა ქალაქშიც გაიმართა საპროტესტო აქციები.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

ციხანოუსკაიამ დატოვა ბელარუსი და ლიეტუვას შეაფარა თავი მისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოთქმული მუქარის შემდეგ.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG