Accessibility links

site logo site logo

ბელარუსის სამართალდამცავი ორგანოები საპროტესტო აქციების მონაწილეებს აპატიმრებენ


ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და სხვა სამართალდამცავმა ორგანოებმა დაიწყეს საპროტესტო აქციების დარბევა ლიდაში, ბრესტსა და გროდნოში. რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მინსკში საპროტესტო აქციის დაწყებამდე დაიწყეს ხალხის დაკავება.

ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გამოაქვეყნა გაფრთხილება არასანქცირებულ დემონსტრაციებში მოქალაქეთა მონაწილეობის დაუშვებლობის შესახებ.

დღეისთვის ბელარუსში დანიშნულია საპროტესტო აქციები, რომლებიც ოპოზიციის აქტივისტებმა გამოაცხადეს ე.წ. სახალხო ულტიმატუმის ვადის ამოწურვამდე. 25 ოქტომბერს შუაღამით იწურება ბელარუსის ავტორიტარი ლიდერის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მიერ დათქმული ვადა. ოპოზიციის თქმით, ამ პირობის შეუსრულებლობის შემთხვევაში ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით გაფიცვა ემუქრება.

ბელარუსში 9 აგვისტოს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო გამოსვლები ალიაქსანდრ ლუკაშენკას წინააღმდეგ, რომელიც 1994 წლის შემდეგ არის ხელისფლებაში და რომელიც, ოფიციალური მონაცემებით, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებშიც გამარჯვებულად გამოცხადდა.

ბელარუსის ოპოზიცია აცხადებს, რომ აგვისტოს კენჭისყრის შედეგები გააყალბეს და რომ ოპოზიციონერმა აქტივისტმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ გაიმარჯვა არჩევნებში.

მრავალკვირიანი საპროტესტო გამოსვლების განმავლობაში 12 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს, ასობით ადამიანი აწამეს, რამდენიმე დაიღუპა.

ევროკავშირი და აშშ ლუკაშენკას არ ცნობენ ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG