Accessibility links

ორი ქართველი ძიუდოისტი ბუდაპეშტის გრან სლემზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს


საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრებს გელა ზაალიშვილსა და ლევან მატიაშვილს ბუდაპეშტში მიმდინარე გრან სლემზე საპრიზო სამეულს თითო შეხვედრის მოგება აშორებთ. +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ქართველები ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ, რუს მეტოქეებთან წაგებით.

ბრინჯაოს მედლისთვის მატიაშვილი ებრაელ ორ სასონს დაუპირისპირდება, ზაალიშვილის მეტოქე კი ჰოლანდიელი იურ სპიკერსი იქნება.

დღესვე, უნგრულ ტატამზე საქართველოს ნაკრების წევრი ავთანდილ ჭრიკიშვილიც გავიდა. 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში იჭიდავა და შეჯიბრებას ისიც რუს მეტოქესთან მარცხით გამოეთიშა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG