Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 172 ადამიანი დაინფიცირდა და 2 გარდაიცვალა


რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსიტალი სოხუმში
რუსეთის სამხედრო-საველე ჰოსიტალი სოხუმში

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილმა ოპერატიულმა შტაბმა კორონავირუსის 172 ახალი შემთხვევა დაადასტურა. ამავე შტაბის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში COVID-19-ით გარდაიცვალა კიდევ 2 პაციენტი.

25 ოქტომბრის საღამოს მონაცემებით, გუდაუთის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სტაციონარულად მკურნალობენ 148 ადამიანს. მათგან 27-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმში გახსნილ რუსულ საველე ჰოსპიტალში მყოფი 42 პაციენტიდან მძიმე მდგომარეობაშია 3.

აპრილიდან 25 ოქტომბრის ჩათვლით, აფხაზეთში აღრიცხული აქვთ კორონავირუსით ინფიცირების 3739 შემთხვევა. მათგან 1462 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 35 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG