Accessibility links

ტრამპმა საზავო შეთანხმება მიულოცა ალიევს და ფაშინიანს


აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს მიულოცა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმზე შეთანხმება. ტრამპმა ტვიტერზე დაწერა, რომ ბევრი სიცოცხლე გადარჩება და ამაყობს თავისი გუნდით და სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს, მისი მოადგილის, სტივენ ბიგანის და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მიერ გაწეული სამუშაოთი.

25 ოქტომბერს, აშშ-მა, აზერბაიჯანმა და სომხეთმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომლის თანახმად, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ადგილობრივი დროით 26 ოქტომბრის 08:00 საათიდან ამოქმედდება ჰუმანიტარული საზავო შეთანხმება. მას წინ უძღოდა ვაშინგტონში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოლაპარაკებები აზერბაიჯანის და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

გასული ორი კვირის განმავლობაში, კონფლიქტის მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთახმდნენ, მათ შორის რუსეთის შუამავლობით, თუმცა საზავო შეთანხმება არ შესრულდა.

მთიანი ყარაბაღისთვის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბრიდან განახლდა. ამ პერიოდში აზერბაიჯანმა კონტროლი აღადგინა რამდენიმე რაიონზე. ორივე მხარეს დაღუპულია ასეულობით ადამიანი, მათ შორის მშვიდობიანი მოქალაქეები.

აზერბაიჯანმა ძირითადად სომხებით დასახლებულ მთიან ყარაბაღსა და მიმდებარე რაიონებზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა. 1994 წლიდან კონფლიქტი ფაქტობრივად, გაყინული იყო, თუმცა, გარკვეული პერიოდულობით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვეოდა. კონფლქიტის მოსაგვარებლად არსებობს ეუთოს სპეციალური ჯგუფი, რომლის თანათავმჯდომარეები არიან აშშ, რუსეთი და საფრანგეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG