Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი: ჯიუტად ვიმეორებთ, რომ განათლება არის ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა


ლევან იოსელიანი, "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი
ლევან იოსელიანი, "ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი

საარჩევნო სუბიექტის, „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ წარმომადგენელი, ლევან იოსელიანი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ განათლების რეფორმა მოკლევადიან ეფექტებზე არ არის გათვლილი და მის განხორციელებას შესაძლოა ორი და სამი საარჩევნო ვადაც კი დასჭირდეს, „მოქალაქეები“ მას თავიანთ საარჩევნო კამპანიაში ცენტრალურ ადგილს უთმობენ. რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ ლევან იოსელიანმა თქვა, რომ „მოქალაქეები“ ჯიუტად იმეორებენ, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა განათლებაა და ეს პრობლემა არსებობს იმიტომ, რომ სისტემა ინერციით ისევ საბჭოურ მოდელში რჩება და მას პოლიტიკა არ ჩამოშორდა:

„ჩვენ არ დავიწყეთ რეალური დასავლური სისტემის დანერგვა საქართველოში. ჩვენ არ ჩამოვაშორეთ პოლიტიკა სკოლას. არ ავუკრძალეთ მასწავლებლებს პოლიტიკურ აგიტაციაში და პროპაგანდაში მონაწილეობა. პირიქით, ყველა ხელისუფლება ცდილობს, გამოიყენოს ეს სისტემა, რახან არის ძალიან დიდი ჯგუფი, ყველა ხელისუფლება ცდილობს მათ გამოყენებას, საბოლოოდ კი ვღებულობთ გაუნათლებელ თაობას და ახალ პოლიტაგიტატორებს. ეს თუ არ დავასრულეთ, განათლების სისტემა სულ ასე იქნება. რა აზრი აქვს სახელმძღვანელოს შეცვლას, თუ ბავშვს არ ასწავლი კითხვის დასმას და კრიტიკულ აზროვნებას“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა „დილის საუბრებში“.

ლევან იოსელიანი „პარტია მოქალაქეების“ პოლიტსაბჭოს წევრია. იგი არის საარჩევნო სუბიექტის „ალეკო ელისაშვილი-მოქალაქეების“ საარჩევნო სიის მეორე ნომერი და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG