Accessibility links

აშშ-ის სენატი დღეს კენჭს უყრის ემი კონი ბარეტის კანდიდატურას უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე




მოსალოდნელია, რომ აშშ-ის სენატი 26 ოქტომბერს მხარს დაუჭერს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე წარდგენილი ემი კონი ბარეტის კანდიდატურას.

სენატმა, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები იმყოფებიან, 25 ოქტომბერს შეიტანა დღის წესრიგში ემი კონი ბარეტის კანდიდატურას კენჭისყრა, რასაც ეწინააღმდეგებიან დემოკრატი სენატორები. ისინი მიიჩნევენ, რომ უზენაესი სასამართლო წევრის არჩევა პრეზიდენტის არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს.

მანამდე, 22 ოქტომბერს, აშშ-ის სენატის იურიდიულმა კომიტეტმა კენჭისყრით მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის კანდიდატს უზენაესი სასამართლოს წევრობაზე, ემი კონი ბარეტს. კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ლინდსი გრემმა და დანარჩენმა 11-მა რესპუბლიკელმა ასევე მხარი დაუჭირეს ბარეტის საკითხზე მთელი სენატის შემადგენლობით კენჭისყრის გამართვას.

დემოკრატები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ბარეტს, ფედერალური საკასაციო სასამართლოს მოსამართლეს, რომელიც ქვეყნის კონსერვატორი ქრისტიანების ფავორიტია. თუკი ბარეტი დაამტკიცეს, უზენაეს სასამართლოში თანაფარდობა კიდევ უფრო გაიზრდება კონსერვატიული უმრავლესობის სასარგებლოდ 6-3, რამაც პოტენციურად შეიძლება გამოიწვიოს უზენაესი სასამართლოს იდეოლოგიური მიმართულების ცვლილება ათწლეულების განმავლობაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG