Accessibility links

სირიაში 56 მეამბოხე დაიღუპა რუსული ავიაიერიშის შედეგად


სულ მცირე 56 პროთურქი სირიელი მეამბოხე დაიღუპა რუსული ავიაციის მიერ ერთ-ერთ საწვრთნელ ბაზაზე, ორშაბათს განხორციელებული იერიშის შედეგად სირიის ჩრდილო-დასავლეთში.

სააგენტოები „დპა“ და „როიტერსი“ ამის შესახებ იუწყებიან სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიაზე დაყრდნობით.

ბანაკი, რომელზეც განხორციელდა თავდასხმა, თურქეთის მოკავშირე სუნიტურ დაჯგუფება ფაიკალ ალ-შამს უნდა ეკუთვნოდეს.

საავიაციო იერიშის შედეგად დაიჭრა ასამდე მეამბოხე.

რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების საავიაციო იერიში განხორციელდა იდლიბის პროვინციის ჰარემის რეგიონში. იდლიბი ბოლო ფორპოსტია, რომლის ნაწილს კვლავ სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო.

რუსეთი და ირანი კონფლიქტში სირიის პრეზიდენტს, ბაშარ ალ-ასადს უჭერენ მხარს. თურქეთი კი - სხვადასხვა მეამბოხე ჯგუფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG