Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დისტანციურად სამუშაოდ საქართველოში 200-მდე ადამიანი ჩამოვიდა


პროექტის “იმუშავე საქართველოდან” ფარგლებში ქვეყანაში 197 ადამიანი ჩამოვიდა მსოფლიოს 60 ქვეყნიდან. მონაცემები რადიო თავისუფლებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციიდან მიაწოდეს.

2 თვის მანძილზე, 700 პირს უკვე დაუდასტურეს მოთხოვნა, საერთო ჯამში კი საქართველოს 1 100-მდე უცხოელმა მიმართა. მათი საშუალო ხელფასი, ოფიციალური ინფორმაციით, შეადგენს 5,700 აშშ დოლარს.

“მოცემული მაჩვენებლები 6 თვის ვადაში უტოლდება ქვეყანაში პოტენციურად დახარჯულ 23,9 მილიონ აშშ დოლარს”.

აპლიკანტების 53% არის თვითდასაქმებული, ე.წ. ფრილანსერი, 28% - სრული განაკვეთით დასაქმებული დისტანციურად მომუშავე, ხოლო 19% - მეწარმე.

საქართველოს მთავრობამ აგვისტოს ბოლოს განაცხადა, რომ ეპატიჟებოდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში დისტანციურად სამუშაოდ. პროექტი მორგებულია მიზნობრივ სეგმენტზე, რომლებიც საქართველოში საშუალოდ 6 თვეს დარჩებიან და რომელთა მინიმალური ყოველთვიური შემოსავალი უდრის 2,000 აშშ დოლარს. პროექტის მარკეტინგზე საქართველომ 17,000 აშშ დოლარი დახარჯა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG