Accessibility links

logo-print logo-print

კოვიდ-19 დაუდასტურდა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრს


ბულგარეთის პრემიერ-მინისტრი, ბოიკო ბორისოვი

ბულგარეთის პრემიერ-მინისტრ ბოიკო ბორისოვს ტესტირების შედეგად დაუდგინდა კოვიდ-19-ის ინფექცია.

ბულგარეთში ბოლო ორი კვირის განმავლობაში სწრაფად იზრდება ინფიცირებულთა რიცხვი. ბორისოვმა სოციალური ქსელის საშუალებით გაავრცელა ცნობა, რომ მას ორჯერ ჩაუტარდა PCR-ის ტესტი და პასუხი დადებითი იყო. ბულგარეთის პრემიერი იტყობინება, რომ ის მთლიანობაში თავს არ გრძნობს კარგად და რჩება შინ სამკურნალოდ.

ბულგარეთში, სადაც შვიდი მილიონი ადამიანი ცხოვრობს, კორონავირუსის 37 ათასზე მეტი დადასტურებული შემთხვევაა. გარდაცვლილთა რიცხვი 1084-ია.

21 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში კვლავ სავალდებულო გახდა ნიღბების ტარება შენობებში. ზოგიერთ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ სოფიაში, ღამის კლუბები დაიხურა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG