Accessibility links

მედიასაშუალებები აშშ-ს მოუწოდებენ, ნუ შეუმცირებს ქვეყანაში ყოფნის ვიზის ხანგრძლივობას უცხოელ ჟურნალისტებს


ევროპის სამაუწყებლო კავშირი - საზოგადოებრივი მაუწყებლების ალიანსი, მთელი მსოფლიოს 24 მედიაჯგუფის ერთობლივ მიმართვაში მოუწოდებს აშშ-ის მთავრობას, გადასინჯოს მოსალოდნელი ცვლილებები, რომელთა თანახმად, უცხოელ ჟურნალისტებს ვიზის ხანგრძლივობა შეუმცირდებათ.

მოწოდებაზე ხელის მომწერნი აშშ-ის საშინაო უსაფრთხოების სამინისტროს მოუწოდებენ, უარი თქვას წინადადებაზე, რომელიც გულისხმობს აშშ-ში მომუშავე უცხოელი ჟურნალისტებისთვის საჭირო, ე.წ. I ვიზის, მოქმედების ვადის ხანგრძლივობის შემცირებას ახლა მოქმედი ხუთი წლიდან 240 დღემდე მაქსიმუმ, 240 დღით გახანგრძლივების შესაძლებლობით.

ასეთი ზომების გატარება „სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს მასმედიის უცხოური საშუალებების მიერ აშშ-ის ახალი ამბების გაშუქებაზე, ნათქვამია 25 ოქტომბრის განცხადებაში.

მოწოდებას ხელი მოაწერეს ტელემაუწყებლებმა, ბეჭდურმა და საინტერნეტო მედიასაშუალებებმა, ახალი ამბების სააგენტოებმა და ჟურნალისტთა ასოციაციებმა, რომლებიც მილიარდზე მეტ ადამიანს ფარავენ მთელ მსოფლიოში. მათ შორის არიან Reuters, Associated Press, Agence France Presse, CBS, ჟურნალისტთა საერთაშორისო ასოციაცია და სხვები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG