Accessibility links

ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი გააგრძელებს თურქეთთან თანამშრომლობას საერთაშორისო საკითხების მოგვარებისთვის


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი, ათენში. 26 ოქტომბერი, 2020 წელი

საბერძნეთის დედაქალაქ ათენში თავის ბერძენ კოლეგა, ნიკოს დენდიასთან მოლაპარაკების შემდეგ 26 ოქტომბერს, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, უთხრა ჟურნალისტებს, რომ „მართალია ჩვენი მიდგომები ზოგიერთი პრობლემის მიმართ განსხვავებულია სხვადასხვა შემთხვევებში, ჩვენ მაინც ვპოულობთ საერთო საყრდენს“ ანკარასთან ერთად.

„თურქეთთან ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ არა - უპრობლემო. ვახერხებთ ძალისხმევის გაერთიანებას და ერთმანეთისთვის დახმარებას, რათა ვიმოძრაოთ პირობების შესაქმნელად, რაც უზრუნველყოფს კრიტიკული ვითარებების ნორმალიზებას. თურქეთთან თანამშრომლობას გავაგრძელებთ,“ განაცხადა ლავროვმა.

აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის სადავო ნაწილის შესახებ ანკარასა და ათენს შორის გაგრძელებულ დაპირისპირებაზე ლაპარაკისას ლავროვმა თქვა, რომ ეს საკითხი დიპლომატიურად უნდა მოგვარდეს. ნებისმიერი პრობლემა ორ ქვეყანას შორის უნდა მოგვარდეს დიალოგის გზით, როგორი რთულიც უნდა იყოს ვითარება, მათ შორის თურქეთსა და საბერძნეთს შორის, განაცხადა ლავროვმა.

ბოლო ხანს საბერძნეთსა და თურქეთს შორის დაიძაბა ვითარება ანკარის გადაწყვეტილების გამო, გაეგზავნა კვლევითი ხომალდი სადავო წყლებში, რამაც განაახლა დაძაბულობა ნატოს ორ წევრ ქვეყანას შორის საზღვაო საზღვრებისა და ზღვის ფსკერის კვლევის მიზნით ბურღვის უფლებების გარშემო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG