Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელარუსში ასეულობით პირი დააკავეს მუშების, პენსიონერების და სტუდენტების აქციების დროს


ბელარუსის ქალაქების ქუჩებში 26 ოქტომბერს მუშები, სტუდენტები და პენსიონერები გავიდნენ, რათა მხარი დაეჭირათ ოპოზიციის მოწოდებისთვის გენერალური გაფიცვისკენ, რის მიზანიც იყო ალექსანდრ ლუკაშენკაზე ზეწოლის ზრდა მას მერე, რაც მან უარი თქვა დაჰყოლოდა ულტიმატუმს, გადამდგარიყო.

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვეტლანა ციხანოუსკაიამ განაცხადა, ორომ საყოველთაო გაფიცვა, რომლის მიზანია ალექსანდრ ლუკაშენკაზე ზეწოლის გაზრდა, რათა გადადგეს, "მხოლოდ ახლა დაიწყო და გაგრძელდება, რათა გაძლიერდეს". მან რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ ამაყობს იმ ბელარუსებით, რომლებმაც გაფიცვაში მონიწილეობის ძალა და სიმამაცე გამოიჩინეს.

მიუხედავად მისი მიმართ გადადგომის მოთხოვნისა 25 ოქტომბრის ღამისთვის, ლუკაშენკამ კვლავ ძალის ჩვენება გადაწყვიტა და 26 ოქტომბერს, საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმი გამოიყვანა. წინა დღით პოლიციამ შოკური გამაყრუებელი ჭურვები და რეზინის ტყვიებით გამოიყენა ათასობით დემონსტრანტის წინააღმდეგ მინსკში და სხვა ქალაქებში, როცა პოლიციამ ასობით პირი დააკავა.

„ვიასნას“ ჯგუფის თანახმად, დაკავებულთა რაოდენობა 26 ოქტომბერს 240-ია.

სტუდენტებმა უარი თქვეს ლექციებზე მისვლაზე და პენსიონერების ორშაბათის მსვლელობას შეუერთდნენ. დახურულია ბევრი მაღაზია და კაფე, რომელთა მფლობელებმა დედაქალაქში ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს.

გაფიცვები იყო მინსკის და სხვა ქალაქების საწარმოებში, სანავთობო კომპანიის ბელარუსნეფტის და კალიუმის საწარმოში, ასევე მანქანათმშენებელი ქარხანა MAZ-ი.

დემოკრატიული პროფკავშირები ს კონგრესის ლიდერის, ალიაქსანდრ იაროშუკის თანახმად, ხელისუფლებამ დემონსტრანტებს და გაფიცულებს დაკავებით უპასუხა და დაემუქრა მუშებს, რომ საპატიმროში მოათავსებდნენ ან დაითხოვდნენ, თუ გაფიცებოდნენ.

„შოკითა და შეშფოთებით ვადევნებთ თვალს, თუ კვირების განმავალობაში რა ენით გამოუთქმელი ძალადობას მიმართა ამ რეჟიმმა დემონსტრანტების მიმართ და დღეს კი ნიღბიანი სპეცრაზმელები გამოიყვანა, რათა ცემონ და დააკავონ გაფიცულები მათ სამუშაო ადგილზე“, თქვა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის ევროპის დაშუა აზიის რეგიონულმა დირექტორმა.

ბელორუსში საპროტესტო გამოსვლებია 9 აგვიტოს სადავო საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელშიც, ოფიციალური მონაცემებით, გაიმარჯვა ლუკაშენკამ. ოპოზიცია, ასევე დასავლეთის ქვეყნები თვლიან, რომ არჩენები გაყალბებული იყო.

ბელარუსის ოპოზიციის ყოფილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სვიატლანა ციხანოუსკაიამ 25 ოქტომბერს განაცხადა, რომ 26 ოქტომბერს საყოველთაო გაფიცვა დაიწყება. ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ლუკაშენკას მთავრობამ კვირას გამაყრუებელი ჭურვებითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა საპროტესტო აქციებს.

გაეროს ადამიანის უფლებების სფეროში გამომძიებლმა განაცხადა, რომ გასულ თვეში ათასობით ადამიანი „იქნა სასტიკად“ ნაცემი, ხოლო 500-მდეა რიცხვი წამების შემთხვევებისა, რასაც მთავრობა უარყოფს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG