Accessibility links

logo-print logo-print

კახა კუკავას დაუდასტურდა COVID -19


კახა კუკავა

პარტია „თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა „ფეისბუკზე" წერს, რომ დაუდასტურდა COVID - 19. „მეგობრებო, სამწუხაროდ დამიდასტურდა COVID - 19, ამიტომაც ამ წუთიდან ბუნებრივია, ვწყვეტ საჯარო კამპანიას. თავს ვგრძნობ კარგად და შევეცდები დისტანციურად გვერდში დავუდგე ჩემს მეგობრებს და თანამებრძოლებს არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში", - აღნიშნავს კუკავა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

26 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ​30303 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის, გამოჯანმრთელებულია - 11370, გარდაიცვალა 215 ადამიანი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG