Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბადრი ესებუას ოჯახის წევრების გამოკითხვა მიმდინარეობს


რადიო თავისუფლების კორესპონდენტი იტყობინება, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელის ბადრი ესებუას ოჯახის წევრები: დედა, მამა და ძმა. მანამდე შსს-მ ჩხრეკა ჩაატარა მათ სახლებში და კიდევ რამდენიმე ნათესავის სახლში.

26 ოქტომბეერს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ბორცვაძემ ოფიციალურად დაასახელა „საქართველოს ბანკის" ზუგდიდის ფილიალზე სავარაუდო თავდამსხმელი: 1988 წელს დაბადებული ბადრი ესებუა.

„მთავარმა არხმა" 25 ოქტომბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბანკზე თავდამსხმელი სავარაუდოდ იყო, სწორედ, ბადრი ესებუა.

კაცი, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღის გარდა, ხელყუმბარა ეკავა, 21 ოქტომბერს, დაახლოებით 14:00 საათისთვის, შეიჭრა ბანკში და 43 ადამიანი მძევლად აიყვანა.

მძევლების ეტაპობრივად გათავისუფლების შემდეგ, შეიარაღებულმა, ნიღბიანმა პირმა, რომელიც 500 ათას დოლარს და უსაფრთხოდ გადაადგილებას მოითხოვდა, სამ მძევალთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ ავთანდილ გალდავასთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ისინი ზუგდიდიდან ავტომანქანით გვიან ღამით გაემგზავრნენ, გამთენიისას კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ ყველა მძევალი გათავისუფლებულია, მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ინტენსიურად გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო და სამძებრო ღონისძიებები დამნაშავის დასაკავებლად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG