Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეთვალყურეთა განცხადებით, კენჭისყრა უკრაინაში მთლიანობაში იყო გამჭვირვალე, მაგრამ ხშირია ხმების მოსყიდვის ბრალდებები


საერთაშორისო მეთვალყურეების თანახმად, 25 ოქტომბრის ადგილობრივი არჩენები უკრაინაში, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მარცხი განიცადა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „ხალხის მსახურმა“, კარგად იყო ორგანიზებული და იყო გამჭვირვალე, მაგრამ მათ მოჰყავთ არაერთი შემთხვევა, როცა ბრალდებები გამოითქვა ხმების მოსყიდვის თაობაზე, ასევე ადგილობრივი მასმედიის ობიექტურობის შესახებ.

ეუთოს ადამიანის უფლებების დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის მეთვალყურეების თქმით, „საარჩევნო უბნების შეზღუდულ რაოდენობაზე, რომელიც მოინახულეს, ხმის მიცემის პროცესი იყო მშვიდი, კარგად ორგანიზებული და გამჭვირვალე“, აცხადებს ოფისი 26 ოქტომბერს.

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ „პარტიების მეთვალყურეები ერეოდნენ, ან მონაწილეობდნენ ბიულეტენების დათვლის პროცესში რამდენიმე შემთხვევაში“. მისია, რომელსაც უკრაინაში 66 მეთვალყურე ჰყავდა, აცხადებს, რომ კანდიდატებს თავისუფლად შეეძლოთ აგიტაციის ჩატარება“, მაგრამ ის შეშფოთებას გამოთქვამს ცალკეულ კანდიდატების არასამართლიანი წამოწევის მიზნით „სახელმწიფო რესურსებისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების“, ასევე „ხემების მოსყიდვის ფართოდ გავრცელებული ბრალდებების“, გამო. „ამომრჩევლებს ასევე ხელს უშლიდნენ გაეკეთებინათ შეგნებული არჩევანი, რადგან არ ხდებოდა „ობიექტური და გაწონასწორებული გაშუქება მასმედიაში და დიდი რაოდენობით იყო სარეკლამო მასალა მარკირების გარეშე“.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და მისა პარტიამ, „ხალხის მსახურმა,“ მარცხი იწვნია ადგილობრივ არჩევნებში, როგორც ეს ეგზიტპოლის მონაცემებიდან ჩანს. ზელენსკის პოლიტიკურ პრორუსულმა და პროდასავლურმა მეტოქეები წინ არიან დედაქალაქ კიევში და ასევე დიდი ქალაქების უმეტესობაში. ზელენკის პარტია დამარცხდა ცხრა დიდი ქალაქიდან შვიდში, სხვათა შორის, კიევში, რომელშიც ქალაქის მერია ვიტალი კლიჩკო, თავისი უკრაინის დემოკრატიული ალიანსით.

25 ოქტომბერის ადგილობრივი არჩევნები უკრაინაში მიიჩნევა ისტორიულად, რადგან პირველად ჩატარდა ახალი საარჩევნო კოდექსის მიღების შემდეგ. ახალი კანონით მოხდა კიევის ძალაუფლების დეცენტრალიზება და მისი გადაცემა ადგილობრივი მთავრობებისთვის. თუ შედეგები შენარჩუნდა, ეს იქნება დიდი დარტყმა ზელენსკისთვის, რომელმაც წელიწადნახევრის წინ მოულოდნელად გაიმარჯვა არჩევნებში და რომლის პოპულარობა მცირდება.

ეს იქნება კატასტროფა პარტიისთვის, რომელმაც ქვეყნის პარლამენტში ადგილების 56 პროცენტი მოიგო, ერთი წლის წინ. ეს მართლაც საშინელებაა და ძირს უთხრის მისი პოზიციას რადაში, ამბობს ალექს კოკჩაროვი, საფრთხეების ანალიტიკოსი.

უკრაინელები ირჩევენ საოლქო და რაიონული საბჭოების დეპუტატებს, ქალაქების მერებს და, ასევე, ვერხოვნა რადის დეპუტატს ჩერნიგოვის ოლქიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG