Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იტალიაში შეზღუდვები გამკაცრდა, ჩეხეთში კომენდანტი საათი შემოდის, ავსტრალიაში, მელბურნში, იზოლაციის ზომები გაუქმდა


იტალიამ კორონავირუსის გავრცელების წინააღმდეგ რადიკალური ზომები შემოიღო ისევე, როგორც ევროპის სხვა ქვეყნებშიც კვლავ წესდება დამატებითი შეზღუდვები.

როცა ევროპის ქვეყნები პანდემიას ებრძვიან ახალი შემთხვევების ზრდის გამო, ავსტრალიამ 26 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ სიდიდით მეორე ქალაქ მებლურნი, რომელიც კორონავირუსის ცხელი წერტილი იყო, ძირითადად გამოდის იზოლაციიდან ამ კვირაში თითქმის ოთხი თვის შემდეგ.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტიმ გაამკაცრა მთელ ქვეყანაში ზომები მას მერე, რაც ბოლო 24 საათში ქვეყანაში 20 ათასი ახალი შემთხვევა აღინუსხა.

კინოთეატრები, თეატრები, სპორტის დარბაზები და აუზები დახურულია 24 ნოემბრამდე. რესტორნები და ბარები მუშაობს 18 საათამდე. ახალ ზომებს მოჰყვა პროტესტი, პოლიციასთან შეტაკება ჰქონდათ ათეულობით ულტრამემარჯვენეს რომში, ნეაპოლში ასეულობით ადამიანი გავიდა ქუჩებში და ცეცხლი წაუკიდა სანაგვე ყუთებს.

იტალია ერთ-ერთი პირველი იყო ევროპის ქვეყნებს შორის, რომელსაც ვირუსმა დიდი ზარალი მიაყენა. მარტის შემდეგ გატარებული ზომების შედეგად რაოდენობის ზრდა შემცირდა, თუმცა ის ნელ-ნელა იზრდება და 25 ოქტომბერს ახალი რეკორდი დამყარდა, აღირიცხვა ვირუსის 21 ათასი ახალი შემთხვევა.

ჩეხეთის რესპუბლიკის ხელისუფლებამ, მიუხედავად კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობის კლების ტენდენციისა, გადაწყვიტა, დააწესოს კომენდანტის საათი 21 საათიდან დილის 5 საათამდე. შეზღუდვა, რომელიც 28 ოქტომბრიდან 3 ნოემბრამდე იმოქმედებს, არ ეხება სამსახურში წამსვლელებს საოჯახო მონახულებას. გარეთ აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის ერთად მოძრაობა, გამონაკლისს წარმომადგენენ ოჯახები. 26 ოქტომბერს ჩეხეთში ახალი შემთხვევების რიცხვმა იკლო და 5500-ს მიაღწია, როცა 23 ოქტომბერს რეკორდი დამყარდა - კორონავირუსი აღმოუჩინეს 15 ათასზე მეტ ადამიანს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG